რეჟისორ ვლადიმერ ბარსკის ფილმი არსენა ოძელაშვილის შესახებ. გადაღებულია 1923 წელს. „არსენა ყაჩაღი“ ცნობილი ქართველი მსახიობის, ნატო ვაჩნაძის პირველი კინოროლი იყო.
siuJeti
ფილმი ასახავს ბატონყმური წყობილების მძიმე შედეგებს. არსენა ოძელაშვილი თავადის ქალს შეუყვარდება, მაგრამ არსენა უარს იტყვის. შეურაცხყოფილი ქალის შურისძიების გამო არსენა იძულებულია ყაჩაღად გავარდეს. სოციალური უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი გლეხი არსენა სათავეში უდგება გლეხთა აჯანყებას. გარყვნილი ბატონი ჯერ შეურაცხყოფს მის სატრფოს, შემდეგ კი თვითმკვლელობამდე მიჰყავს იგი. გაბოროტებული არსენა შურს იძიებს, ახერხებს ციხიდან გაქცევას და უბრუნდება თავის რაზმს. გულგატეხილი არსენა მარტოდმარტო აგრძელებს ბრძოლას მჩაგვრელთა წინააღმდეგ.
rolebSi
გრიგოლ ჩეჩელაშვილი - არსენა ოძელაშვილი
ნატო ვაჩნაძე - ნენო
პეტრე ესიკოვსკი - გიგო
კოტე ანდრონიკაშვილი - თავადი ირაკლი
ზაქრო ბერიშვილი - მოურავი
ვასო არაბიძე - თავადი ვახტანგი
ასია ბარხუდაროვა - თავადის ქალი რუსუდანი
ივან კრუჩინინი - გენერალი
გ. ავეტიანი - გენერალი
gadaReba
ვლადიმერ ბარსკის კონსერვატორიის სტუდენტი გრიგოლ ჩეჩელაშვილი შემთხვევით გაიცნო რუსთაველის გამზირზე. ფილმმა ჩეჩელაშვილს მცირე პოპულარობა მოუტანა და შემდგომში მან რამდენიმე ფილმში („აბრეკ-ზაური“, „კეთროვანი“, „მეორე ცოლი“, „ზელიმხანი“) მიიღო მონაწილეობა.
Sefaseba
ფილმი მაყურებელმა მოიწონა, მაგრამ პრესისგან კრიტიკა შეხვდა. კრიტიკოსების აზრით სცენარის ავტორი არსენას არ იცნობდა და ხალხის გმირს ფილმმა ჩრდილი მოჰფინა. მათი აზრით გამოწკეპილი და დაპუდრული არსენა დიდგვაროვანს უფრო წააგავდა, ვიდრე გაყაჩაღებულ გლეხკაცს. ფილმის სახელწოდებამ უკმაყოფილება გამოიწვია მოსკოვში. ფუნქციონერებს არ სურდათ, მთავარი გმირი ბანდიტი ყოფილიყო, თუმცა როცა გაიგეს არსენას, როგორც მჩაგვრელების წინააღმდეგ მებრძოლის პოზიცია, სათაურიც დატოვეს და ფილმს გამოსვლის უფლება მისცეს.